იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს თვითმმართველობის საბჭოს წარმომადგენლების არჩევნებს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 9 სტუდენტის ვაკანსიაზე.
კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 22 ივლისს და დასრულდება 2025 წლის 28 ივლისს.
კანდიდატების განცხადებები მიიღება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი N 107, 10- დან 17 საათამდე.
არჩევნები გაიმართება 2025 წლის 4 აგვისტოს.