თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს კამპუს ფრანსის ხელმძღვანელი ნათია მსხალაძე, საფრანგეთის საელჩის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ლიზა ბარიე და ფრანგული ინსტიტუტის და საფრანგეთის საელჩოს ფრანგი სტაჟიორები ესტუმრნენ.
სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, შალვა ჭკადუას და მას, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრნენ.
ფრანგული დელეგაცია შეხვდა თესაუს სტუდენტებს გააცნო მათ საფრანგეთში სწავლის შესაძლებლობები, მიაწოდა ინფორმაცია იმ გრანტებსა და სტიპენდიებზე, რასაც კამპუს ფრანსი საფრანგეთში განათლების მიღების მსურველებს სთავაზობს.
კამპუს ფრანსის ხელმძღვანელმა ნათია მსხალაძემ სტუდენტებს დეტალურად გააცნო საფრანგეთში სწავლისთვის საჭირო პროცედურები.
ფრანგმა სტუდენტებმა, რომლებიც სტაჟირებას გადიან ფრანგულ ინსტიტუტსა და საფრანგეთის საელჩოში, ისაუბრეს გაცვლითი პროგრამების და საზღვარგარეთ სწავლის უპირატესობებზე.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ.