იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სასწავლო ტრენინგი ავსტრიაში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში სასწავლო ტრენინგებში მონაწილეობდნენ.

ტრენინგები   Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, PROVE პროექტის ფორმით, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონსორციუმის შეხვედრების ძირითადი საკითხები ღირებულებებსა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების მეთოდოლოგიას, დილემებზე დაფუძნებული ისტორიების შემუშავება- გამოყენებას, ჯგუფურ მუშაობასა და "World Cafe" მეთოდის პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას დაეთმო.

სწავლება განხორციელდა VaKE გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც იყო ცნობილი ექსპერტი, პროფესორი ჟან-ლუკ პატრი.

შეხვედრის მონაწილეებმა გამართეს ღია დისკუსიები პროექტის გამოწვევებზე, მდგრადობასა და გრძელვადიან გავლენაზე

პროექტს კოორდინირებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევს. მისი პარტნიორები სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, ავსტრიისა და საბერძნეთის უმაღლესი სასწავლებლები არიან.

 კონსორციუმის შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნების პარტნიორი ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 457