თესაუს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა ნინო სანდოშვილმა და მარიამ ნუიშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეცამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
საკონფერენციო მოხსენებაზე მუშაობისას მარიამ ნუიშვილს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები ნუნუ გელდიაშვილი და მანანა ღარიბაშვილი, ხოლო ნინო სანდოშვილს - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი შორენა ლაზვიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.