იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს წარმომადგენლები Enricher Hubs პროექტის შეხვედრაში მონაწილეობდნენ

იტალიაში, გენუას უნივერსიტეტში თესაუს წარმომადგენლებმა „Enricher Hubs“ პროექტის შუალედურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ოფიციალური შეხვედრები UniGe-ს ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩატარდა.

 თესაუ-ს წარმომადგენლებმა, პარტნიორებთან ერთად, შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა და დაგეგმეს შემდგომი ეტაპები.

შეხვედრა UniGe-ს მისასალმებელი სიტყვით დაიწყო. მისმა მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მდგომარეობა, ხარისხის შუალედური ანგარიში და დისემინაციის საკითხები.

 თელავისა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა მწვანე ტურიზმის ჰაბების საკუთარი გეგმა წარადგინეს და დანარჩენ მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს. 

 UniGe-ს ინოვაციის ჰაბის პრეზენტაციის შემდეგ, მწვანე ტურიზმის ბიზნეს გამოწვევისთვის იდეების შექმნის სესია ჩატარდა. 

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ პროფესიული კონტაქტები, გაცნობოდნენ იტალიის კულტურას და გაეზიარებინათ გამოცდილება არაფორმალურ გარემოში. 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასევე მონაწილეობა მიიღო თბილისში დაგეგმილი პირველი დისემინაციის სემინარის მომზადების პროცესშიც.

 
მნახველთა რაოდენობა: 67