იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ Enricher-hub-ის ფარგლებში შემუშავებული მოდულების პილოტირება დაიწყო

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის ENRICHER-HUB-ის ფარგლებში დაიწყო პროექტის მიერ შემუშავებული მოდულების პილოტირება.

პირველი ტრენინგ-მოდული მიეძღვნა „მდგრადობა ტურიზმის ინდუსტრიაში“ თემას.

ტრენინგს უძღვებოდნენ ასოცირებული პროფესორი თამარ თამარაშვილი და პროფესორი თენგიზ სიმაშვილი.

ტრენინგ-მოდულის ფარგლებში გამოყენებული იყო როგორც პროექტის ფარგლებში ნათარგმნი პრეზენტაციები, ასევე თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურიდან აღებული მასალები.

ტრენინგში აქტიურად ჩაერთვნენ ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისა და ტურიზმის Minor პროგრამის საშუალებით შემსწავლელი სტუდენტები.

ტრენინგზე საკითხის ირგვლივ აქტიური დისკუსია მიმდინარეობდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 49