იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კვლევის შედეგების წარდგენა თესაუში

ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა მზია კოხიამ, ოლეგ გორგაძემ და ედიშერ ცხადაიამ პროექტის „ჯანსაღი ნიადაგი სურსათის უვნელობისათვის“ კვლევის შედეგები თესაუს პერსონალს გააცნეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაინტერესებული მხარეების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ორგანული ფერმერული მეურნეობების მნიშვნელობისა და ეკოლოგიურად სუფთა საკვების წარმოების აუცილებლობის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდა კავკასიის ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მარინა მეტრეველი.

შედეგების წარდგენა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 21