იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უზბეკი სტუმრები თესაუში

უზბეკეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტის დელეგაცია თესაუში-გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა ჭკადუამ და უზბეკეთის სახელმწიფო მსოფლიო ენების უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა თუხტასინოვ ილხომჯინ მადამინოვიჩმა.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, უზბეკეთში ქართული ენისა და კულტურის სწავლება, ქართული ენის ცენტრის დაარსება, მთარგმნელების მომზადება, მეცნიერებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები იგეგმება.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, სტუმრებმა თესაუს ღვინის მარანი და STEAM ლაბორატორიები დაათვალიერეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3