იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
ვებინარი განათლებაში ქალთა თანასწორობის წინაშე არსებულ პრობლემებზე

მიმდინარე წლის 15 ივნისს, 12:30 – 14:30 (CET/GVA) საათზე KIX Europe-ის აზია წყნარი ოკეანის ქვეყნების ცენტრი და ჟენევის სამაგისტრო ინსტიტუტის გენდერის ცენტრი ატარებენ ვებინარს ქალთა განათლების თემაზე. ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება განათლებაში ქალთა თანასწორობის წინაშე არსებული პრობლემები, მათი იდენტიფიცირება, გადაჭრის გზები და მონიტორინგი. ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ასევე უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი არაბულ და რუსულ ენებზე. ვებინარში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მსურველს. დასასწრებად აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცის გავლა მოცემულ ლინკზე: https://norrag.zoom.us/meeting/register/tZApd-Cqqj0qG9RyK8wBwcbHaiJbPBsvYcVW

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილში:

 http://tesau.edu.ge/files/Agenda_15_June_2022_Girls-Education-Counting-the-Uncounted.pdf

 
მნახველთა რაოდენობა: 6152