იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
დასაქმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი სტუდენტებისთვის

სამშაბათს, 24 იანვარს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დასაქმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგის ორგანიზატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრი. 

ტრენინგი „არაფორმალური განათლება, მისი მნიშვნელობა და გამოყენების გზები“ დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებიც სტუდენტებს განუვითარებს ისეთ საჭირო უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, სწრაფად გაანალიზების და ქმედების უნარები და სხვა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4890