იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით თელავის უნივერსიტეტში ტრენინგი გაიმართება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია MinDoor ტრენინგს "ტოპ-მოთხოვნადი უნარების განვითარება" ჩაატარებს. პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს უკეთ დაგეგმონ საკუთარი კარიერული მიზნები, შეაფასონ საკუთარი რესურსები და დასახონ მიზნის მიღწევის გზები. ტრენინგის ფარგლებში ჩატარდება პრაქტიკული სახალისო აქტივობები და სავარჯიშოები, სადაც სტუდენტები სამომავლოდ გაწერენ თავიანთი განვითარების გეგმებსა და ამოცანებს. საუკეთესო მოსწრების მქონე ახალგაზრდები 6 თვიანი მენტორობის პროგრამით დაასრულებენ ამერიკის კურსდამთავრებულ სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად. FLEX Alumni-ები ნახევარი წლის მანძილზე პროფესიულ და კარიერულ მხარდაჭერას გაუწევენ შერჩეულ წარჩინებულ ახალგაზრდებს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. ტრენინგზე რეგისტრაცია შეუძლია თელავის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ყველა სტუდენტს. სტუდენტთა ნაწილს ტრენინგი ჩაუტარდება 8 ივნისს, ხოლო მეორე ნაწილს 9 ივნისს, 11 საათიდან თელავის უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში. რეგისტრაცია შესაძლებელია 6 ივნისის ჩათვლით. მონაწილეთა შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე, რომელიც ივსება სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით:  https://forms.gle/3bVy4cJpM7m9ZA779

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4867