იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თელავში, აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.
გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2025 წლის 1-დან 3 ივლისის ჩათვლით.
აპლიკანტთა შერჩევის ფორმაა გასაუბრება.
პროგრამის განხორციელების ვადები--07.07.2025 – 03.08.2025.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებ-გვერდზე: www.vet.emis.ge.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს პროგრამის სახელწოდება - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.
რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 2025 წლის 4 ივლისს ელექტრონულ ფოსტაზე vocational@tesau.edu.ge უნდა გადააგზავნონ:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
პროგრამა სრულად ფინანსდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
დამატებითი კითხვების დასმა შეგიძლიათ მეილზე: vocational@tesau.edu.ge ან ტელეფონის შემდეგ ნომერზე --571 118 081