Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში იწვევს Erasmus + პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ვორქშოპებზე, რომლებიც ეძღვნება უმაღლესი განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებულ შესაძლებლობებს.
თარიღი: 10 ივლისი, 2025 დრო: 11:00 – 15:00 (საქართველოს დროით) ენა: ინგლისური სამიზნე აუდიტორია: სტუდენტები და ახალგაზრდები.
ვორქშოპების მიზანია Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობების გაზიარება სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდებისთვის. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია არსებული პროგრამების შესახებ, მოისმინონ Erasmus+-ის მონაწილეთა გამოცდილებები, მიიღონ რჩევები და ჩაერთონ კითხვა-პასუხის სესიაში ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სპიკერებთან ერთად.
ვორქშოპები:
- Erasmus+ ახალგაზრდული მობილობის შესაძლებლობები
- საერთაშორისო კრედიტების მობილობის შესაძლებლობები
- Erasmus Mundus Joint Master-ის პროგრამა
- როგორ დავწეროთ კონკურენტუნარიანი Erasmus Mundus Joint Masters-ის განაცხადი დღის წესრიგი: https://drive.google.com/file/d/12x5UEG3sTK0QpDcQyIpigKHJL3645C8q/view?usp=drive_link რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/PUqZbPXPq2yZWeNA7 ვორქშოპებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია.
რეგისტრაციის დედლაინი: 9 ივლისი, 15:00 (საქართველოს დროით).