იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) პროგრამის ფარგლებში, ცხადდება კონკურსი თესაუ-ს პერსონალისთვის:

2025-2026 აკადემიური წლისთვის საბერძნეთში, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში, აკადემიური პერსონალისთვის 5 დღიანი სასწავლო მობილობა.

მობილობის განხორციელების პერიოდი-- 03/11/2025-30/01/2026;

ადმინისტრაციული პერსონალისთვის-- 5 დღიანი ტრენინგ-მობილობა. მობილობის განხორციელების პერიოდი-- 03/11/2025-30/01/2026.

თარიღები იგეგმება მასპინძელ უნივერსიტეტთან შეთანხმების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნივერსიტეტის ვებგვერდზე (https://www.auth.gr) უნდა გადაამოწმონ საკუთარი მიმართულების შესაბამისი ფაკულტეტები (დეპარტამენტები) და აკადემიური კალენდარი.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1, აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნების მასშტაბით.

აპლიკანტებმა თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

• CV;  ცნობა სამუშაო ადგილის შესახებ;

• სამოტივაციო წერილი.

აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას კომისიის წინაშე.

• გასაუბრებაზე აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ პრეზენტაცია მასპინძელ უნივერსიტეტში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.

უპირატესობა მიენიჭებათ თესაუს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების წარმომადგენლებს.

საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 16 ივლისი.

თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური გისურვებთ წარმატებებს!

 
მნახველთა რაოდენობა: 118
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.