“Vinifera/Newclim” კვლევითი ქსელის საშემოდგომო სკოლა აცხსდებს აპლიკაციების მიღებას “Vinifera/Newclim” კვლევითი ქსელის საშემოდგომო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
სკოლა გაიმართება 2025 წლის 6-დან 10 ოქტომბერს თბილისსა და თელავში, ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერითა და ევროპული კონსორციუმების — EMaVE-სა და Newclim-ის საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში.
EMaVE წარმოადგენს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პარტნიორობას, რომელიც ახორციელებს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას მევენახეობასა და მეღვინეობაში— Vinifera EuroMaster. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (GTU) პროგრამა “მევენახეობა და მეღვინეობა” კონსორციუმის მიერ შეთავაზებულია როგორც ორმაგი დიპლომის მქონე პროგრამა.
პარტნიორ უნივერსიტეტებში შედიან საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პორტუგალიისა და ესპანეთის წამყვანი დაწესებულებები. კონსორციუმი აერთიანებს სამეცნიერო და პრაქტიკულ გამოცდილებას და აგრეთვე ძლიერ საერთაშორისო კომპონენტს. EMaVE ხელს უწყობს ინოვაციას, მდგრადობასა და მობილობას ღვინის განათლებასა და კვლევაში.
https://www.vinifera-euromaster.eu/
Newclim პროექტის შესახებ:
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული NewClim არის ევროპული თანამშრომლობის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებას უმაღლესი განათლების სისტემაში.
პროექტი ხელს უწყობს ინტერდისციპლინურ მიდგომას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობას და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციას. NewClim აგრძელებს ინოვაციის, მდგრადობისა და გამძლეობის მხარდაჭერას ევროპის უნივერსიტეტებში. https://newclim.eu/
2025 წლის საშემოდგომო სკოლის თემა: ღვინო, კლიმატი და ცვლილება: მედეგობის გაძლიერება ქართულ მევენახეობაში
საშემოდგომო სკოლის თემატიკა:
სასწავლო კურსი განიხილავს კლიმატის ცვლილების და მდგრადი მევენახეობის გადაკვეთის წერტილებს ქართულ კონტექსტში — ღვინის აკვნად მიჩნეულ ქვეყანაში. იგი აერთიანებს EMaVE-ს სამეცნიერო ხედვებს და NewClim-ის გარდამტეხ მიდგომებს. კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ინოვაციური, ტრადიციული და ლოკალური მიდგომების მეშვეობით კლიმატურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. საველე ვიზიტები და თანამშრომლობითი პროექტები გამოკვეთს ადაპტაციის სტრატეგიებს და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის, როგორც ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ღვინის რეგიონებში.
პროგრამის ძირითადი ელემენტები:
• საკვანძო მოხსენებები და პანელური დისკუსიები შემდეგი მკვლევრების მონაწილეობით:
Anne Pellegrino (IA Montpellier), David Maghradze (GTU), Patrice Lallemand (IA Montpellier), Charles Romieu (INRAe), Pascal Wegmann (Campus Neustadt), Rolandi Burdiashvili (Schuchmann და თესაუ), Manuchar Meskhidze (GWS და თესაუ
• სამი ძირითადი თემატური მიმართულება:
o მევენახეობა კონტინენტურ პირობებში და კლიმატთან ადაპტაცია
o სპეციფიკური მეღვინეობა და დეგუსტაცია (ქვევრის ღვინოები)
o ვაზის შერჩევა და გაშენება
• წერის ვორქშოფები აკადემიური მენტორობით — CBL (Challenge-Based Learning) მეთოდოლოგიით
• კულტურული პროგრამა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების მონახულებით
თემატური ფოკუსი:
საქართველო ითვლება Vitis vinifera-ს (კულტურული ვაზის) უძველეს აკვნად და მეღვინეობის მრავალათასწლოვან ტრადიციას აერთიანებს. მას მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ენდემური ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება გააჩნია. ეს მდიდარი მევენახეობა დღეს საგრძნობ ზეწოლას განიცდის კლიმატის ცვლილების შედეგად — ტემპერატურის ზრდა და გახშირებული გვალვები საფრთხეს უქმნის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკებს.
საქართველოს მჭიდროდ მთა-გორიანი რელიეფი და კავკასიონის ქედის გავლენა ქმნის მიკროკლიმატების დიდ მრავალფეროვნებას, რაც ამავდროულად წარმოადგენს როგორც მნიშვნელოვან გამოწვევას, ასევე შესაძლებლობების ფართო სპექტრს ადგილობრივი ეკოსისტემების ადაპტაციისთვის.
მრავალი ქართული ვაზის ჯიში, რომელიც ჯერაც უცნობია მსოფლიო სამეცნიერო და მეღვინეობის წრეებისთვის, უკვე აღმოჩნდა გენეტიკური კვლევების ფოკუსში, მათ შორის მონპელიეს უნივერსიტეტთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში.
ამასთანავე, NewClim პროექტმა გააანალიზა და გამოავლინა მევენახეობის სფეროში კლიმატთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ჩილე. NewClim-ის მიერ შემუშავებული CBL მეთოდოლოგიის გამოყენება ქართულ კონტექსტში განსაკუთრებით პერსპექტიულია — ის ხელს უწყობს ლოკალური საჭიროებების საფუძველზე ინოვაციური, პრაქტიკული ამოცანების იდენტიფიკაციას და გადაწყვეტას. აღნიშნული მიდგომა არა მხოლოდ გაამდიდრებს პროექტის ფარგლებში შექმნილ საერთო ცოდნისა და რესურსების პლატფორმას, არამედ გააძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას კლიმატისადმი მდგრადი მევენახეობის განვითარებისათვის.
სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და ევროპის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებით:
• აგრონომია / სოფლის მეურნეობის მეცნიერებები
• მცენარეთა მეცნიერებები და ტექნოლოგიები
• სურსათის მეცნიერებები და ტექნოლოგიები
• და მასთან დაკავშირებული სხვა სფეროები სწავლა პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებულია.
მონაწილეებისთვის შესაძლებელია ფინანსური მხარდაჭერის მიღება, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სამგზავრო ხარჯების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებასა და საცხოვრებლის უზრუნველყოფას (ერთადგილიანი ან ორადგილიანი ნომრები).
სკოლის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა დამადასტურებელი სერტიფიკატი.
განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: school.vitivini@proton.me
1. რეზიუმე (Curriculum Vitae)
2. თქვენი ამჟამინდელი სწავლის შესახებ მოკლე აღწერა (მაქს. 500 სიტყვა)
3. მოტივაციის წერილი (მაქს. 800 სიტყვა) არასრული განაცხადები არ განიხილება.
ვადა: 2025 წლის 15 აგვისტო შერჩეულ მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდებათ 2025 წლის აგვისტოს ბოლოს. ორგანიზატორები:
• ევა ბერტრანი (ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი)
• პატრის ლალმანი (მონპელიეს აგრო ინსტიტუტი)
• დავით მაღრაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
• თამარ ასლანიშვილი (თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი)