გაგაცნობთ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი);
ბ) სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული);
გ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3 x 4) ბეჭდური და ელექტრონული ვერსია;
დ) მიწერის მოწმობა კომისარიატიდან, ასლთან ერთად (ვაჟებისთვის);
ე) naec-ის მიერ დადასტურებული შედეგების ასლი;
ვ) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;
(ხაზინის ერთიანი ანგარიში- ბანკის კოდი-TRESGE22, სახაზინო კოდი-709067289.
გადახდის დროს, უნდა მიეთითოს პირადობის ნომერი, სახელი, გვარი, ფაკულტეტი, სპეციალობა). ზ) თუ სტუდენტი არასრულწლოვანია, აუცილებელია მოვიდეს მშობელთან/მეურვესთან ერთად და ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, თან იქონიოს დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის მოწმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირველკურსელთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 2025 წლის 1 სექტემბრიდან და დასრულდება 26 სექტემბერს.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2025 წლის 6 ოქტომბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
557 77 85 85 ან 598 50 32 82. გისურვებთ წარმატებებს!