იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამამ მიმდინარე წელს კვლავაც წარმატებით, 7 წლით გაიარა პროგრამული აკრედიტაცია.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის პედაგოგთა მომზადებას უფროსი მასწავლებლის კომპეტენციით და ხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი მიმართულებებით:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა,
  2. მათემატიკა,
  3. ინგლისური ენა,
  4. ქიმია,
  5. ბიოლოგია,
  6. ფიზიკური აღზრდა და სპორტი,
  7. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,
  8. გეოგრაფია,
  9. ისტორია

პროგრამაზე დაიშვება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული მიმართულების შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ან შესაბამისი სახელოვნებო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, წარმატებით აქვს ჩაბარებული იმ საგნის გამოცდა, რომელიც განსაზღვრულია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობად. • მიმართულება: ქართული ენა და ლიტერატურა - ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

• მიმართულება: მათემატიკა - მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

• მიმართულება: ქიმია -ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

• მიმართულება: ბიოლოგია -ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

• მიმართულება: ინგლისური ენა -ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

• მიმართულება: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

• მიმართულება: ფიზიკური აღზრდა და სპორტი- სპორტი

• მიმართულება: გეოგრაფია -გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

• მიმართულება: ისტორია -ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის საფუძველია:

საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება, რაც მოიცავს:

ა) ტესტირებას - (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ);

ბ) სამოტივაციო წერილს.

აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის მოწმობის ასლი/დედანთან ერთად/;

ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად)/ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;

გ) 2 ფოტოსურათი 3X4;

დ) სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);

ე) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);

ვ) საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

დეტალური ინფორმაცია, გამოცდისა და რეგისტრაციის თარიღის შესახებ, გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.tesau.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ- 599 56 00 82; 593 91 46 74

გისურვებთ წარმატებებს!

 
მნახველთა რაოდენობა: 546