იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ინდოეთის მთავრობის ინიციატივით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრი – „Startup Nation Olympiad 2025“ იწყება.

აღნიშნული კონკურსი განკუთვნილია ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ აღიარებული სკოლის, კოლეჯის ან უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის და ალუმნებისთვის, რომლებსაც აქვთ სტარტაპ იდეა, ადრეული ეტაპის სტარტაპი, პროდუქტის პროტოტიპი ან დამტკიცებული ბიზნესმოდელი.

შეჯიბრს არ აქვს ასაკობრივი ან სექტორული შეზღუდვები. მონაწილეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დარეგისტრირდნენ კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეჯიბრთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანდართული ბმულის სახით: https://www.startupnationindia.com/

 
მნახველთა რაოდენობა: 380