იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 ივლისიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი
ფილოსოფიის მიმართულება
• პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული) 6 წლის ვადით; სამოქალაქო სამართლის მიმართულება
• ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული) 6 წლის ვადით;
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს: • ავტობიოგრაფია (CV)
• პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
• 2 (ორი) ფოტოსურათი
• სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
• ცნობა,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
. კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო
მოთხოვნები: ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
• მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
• უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა;
• ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9 30.05.2018წ.)
• ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №2 22.01. 2018წ.)
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9 30.05.2018წ.)
• წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით
(დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9 30.05.2018წ.)
• სადოქტორო / სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა / პუბლიკაცია იმპაქტ ფაქტორიან (Impact Factor) სამეცნიერო ჟურნალში / მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით / საგანმანათლებლო პროექტში.
• დარგის განვითარების კონცეფცია.
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
• ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.
ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად
(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;
კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
• კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:
ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).
შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.
• კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
• კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2025 წლის 11 აგვისტოს 10:00 საათზე და დასრულდეს 2025 წლის 19 აგვისტოს 17:00 სთ-ზე;
• საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე,
• კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2025 წლის 21 აგვისტო.
ვებგვერდი www.tesau.edu.ge ელ ფოსტა info@tesau.edu.ge