თესაუს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ საბუთების მიღება დაიწყება 2025 წლის 21 აგვისტოდან 2025 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის ფაკულტეტებზე;
2. მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარადგინოს განცხადება რექტორის სახელზე, შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ბ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3x4);
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომი დანართთან ერთად /ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ და მათი შესაბამისი ასლები;
დ) სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი;
ვ) მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისათვის საორგანიზაციო გადასახადის - 50 ლარის ქვითარი;
3. მაგისტრატურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა/გასაუბრება ჩატარდება 2025 წლის 8-9 სექტემბერს.
კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატთა ჩარიცხვა განხორციელდება, თუ ჩასარიცხ კანდიდატთა რაოდენობა იქნება 2 ან მეტი;
4. გამოცდების შედეგების გამოცხადებისა და შედეგების გასაჩივრების ვადაა 2025 წლის 8-10 სექტემბერი;
5. მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2025 წლის 8-11 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით
+995557778585.