თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, გარე მობილობის გამოყენებით, შეგიძლიათ გააგრძელოთ სწავლა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დაეუფლოთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს, შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- აგრონომიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- სასურსათო ტექნოლოგიიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- მევენახეობა- მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ლინგვისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა;
- განათლების მეცნიერებები (ერთობლივი) სადოქტორო პროგრამა;
2020 და შემდგომი სასწავლო წლების ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული სტუდენტების გარე მობილობით გადმოსვლისათვის, აუცილებელი წინაპირობაა არჩევითი საგნის შესაბამისობა.
გარე მობილობაზე რეგისტრაცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 9 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.
რეგისტრაცია დაიწყება 25 აგვისტოს სარეგისტრაციო პორტალზე: students.emis.ge
რეგისტრაციის შემდეგ, მობილობის პროცესში ჩართვისათვის, საქართველოს ბანკის ფილიალებში მობაილ სერვისებით ან ბანკომატით, სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მობილობის საფასური --40 ლარი.
მობილობის შედეგების თაობაზე, მონაწილე პირები, სმს შეტყობინებას მიიღებენ.
შეტყობინების მიღებისთანავე სტუდენტმა უნდა მიმართოს მიმღებ უნივერსიტეტს და განაცხადთან ერთად წარადგინოს საკუთარი უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი პირადი საქმის დამოწმებული ასლი.
გარე მობილობის პროცესში მონაწილე პირებისათვის უნივერსიტეტში განცხადებისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადაა 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2025 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით;
გარე მობილობის პროცესში მონაწილე პირთათვის წერილობითი თანხმობის წარდგენის ვადაა 2025 წლის 15 ექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით;
გარე მობილობის მსურველმა პირებმა პირადი საქმის გარდა, უნივერსიტეტში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით.
განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია;
სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ანპირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
2 ცალი ფოტოსურათი 3X4-ზე;
სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – შესაბამისი ორგანოდან გაცემული ცნობა.
საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობის მსურველმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მოთხოვნილი წინაპირობები.
დამატებითი კითხვებისათვის დაგვიკავშირდით
+995557778585. გისურვებთ წარმატებას!