იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
სადოქტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის გამოყენებითი ეკონომიკის სადოქტორო და აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სურსათის ტექნოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყო და გაგრძელდება 2025 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის ფაკულტეტებზე;

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარადგინოს განცხადება რექტორის სახელზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) მოკლე სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება კვლევითი ინტერესები და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების სურვილი, ასევე პროგრამით განსაზღვრული სხვა წინაპირობები (დამატებითი აქტივობები და დოკუმენტაცია);

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია-CV;

გ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4;

დ) პირადობის მოწმობის ასლი /დედანთან ერთად/;

ე) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი /დედანთან ერთად/ (მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარადგინოს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი.

თუ აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა მისაღებ გამოცდამდე ვერ ხერხდება, შესაძლებელია მისი წარდგენა სადოქტორო პროგრამის დასრულებამდე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხის საბოლოო გარკვევამდე, დოქტორანტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.

ვ) დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;

ზ) დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდის/გასაუბრების შედეგებისა და კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების შედეგად;

თ) დოქტორანტობის კანდიდატმა, რომლის მშობლიურ ენას არ წარმოადგენს ქართული ენა, წარმატებით უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გამოცდა ქართულ ენაში (გამოცდის მინიმალური ზღვარი 51 ქულა) ან, ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, გათავისუფლდება ქართული ენის გამოცდიდან;

ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

კ) 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარი და სხვა დოკუმენტები, თუ ასეთს ითვალისწინებს პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდები ჩატარდება 2025 წლის 4 სექტემბერს სპეციალობაში, 2025 წლის 5 სექტემბერს კი, უცხო ენაში. გამოცდა ჩატარდება, თუ პროგრამაზე ჩასარიცხ კონკურსანტთა რაოდენობა იქნება ორი ან მეტი;

სტუდენტთა მიღება განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს 2 ან მეტი დოქტორანტი;

გამოცდების შედეგების გამოცხადების ვადაა 5-8 სექტემბერი, გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის კი 5-9 სექტემბერი. დოქტორანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2025 წლის 5-10 სექტემბერს.

 
მნახველთა რაოდენობა: 348