იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე მიღება დაიწყო

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ოთხი უნივერსიტეტის ერთობლივ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „განათლების მეცნიერებები.“

სადოქტორო პროგრამაზე დასაშვებად აუცილებელია:

1.მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;

2.განათლების სფეროში სამ წლიანი მუშაობის გამოცდილება (განათლების მეცნიერებაში მაგისტრის ხარისხის შემთხვევაში, განათლების სფეროში სამუშაო გამოცდილების სავალდებულო მოთხოვნა არ არის); 3.ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება (B2 დონე); თუ აპლიკანტს სადოქტორო კვლევა დაგეგმილი აქვს უცხო ენის სწავლების მიმართულებით, მას დამატებით მოეთხოვება სათანადო ენის ცოდნა C1 დონეზე.

4.გამოცდის ჩაბარება პედაგოგიკაში (მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ tesau.edu.ge);

5.საკვლევი თემის განვითარების ხედვის წარდგენა წერილობით (სადოქტორო კვლევის მიმართულებები);

6.გასაუბრების გავლა საკვლევი თემის ირგვლივ;

7.სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა. „განათლების მეცნიერების“ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის დოკუმენტაციის მიღების ვადაა 22 – 29 აგვისტო;

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F; უცხო ენაში(ინგლისური, ფრანგული, გერმანული) გამოცდა - 4 სექტემბერი, მისამართი- თსუ ბიბლიოთეკა, თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N 11;

დოქტორანტობის იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც დაადასტურეს/ჩააბარეს გამოცდა გერმანულ ან ფრანგულ ენაში, გამოცდა ინგლისურ ენაში- 11 სექტემბერი, მისამართი--თსუ ბიბლიოთეკა, თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N11;

გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 11-12 სექტემბერი, მისამართი-თსუ III კორპუსი, თბილისი, ჭავჭავაძის N 11; გასაუბრება საკვლევი თემის ირგვლივ (დისტანციურად) –18 სექტემბერი;

ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 22 სექტემბერი; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მქონე დოქტორანტები ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდნენ მისამართზე--თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ.#1 , მეორე კორპუსი, ოთახი N 207 და წარადგინონ რეგისტრაციისას წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტაციის ორიგინალები;

დოქტორანტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

1.განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე, ფორმა იხ. ვებ-გვერდზე;

2.განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

3.მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი ( 2025 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

4.ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (გაცემული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

5.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

6.სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

7.შესაბამის სფეროში ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

8.საკვლევი თემის განვითარების ხედვა წერილობით;

9.უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

10.წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

11.ფოტოსურათი (3X4) ;

საკონტაქტო პირი - მარიამ მურჯიკნელი, 599 899 864 (ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 17:00 სთ), mariam.murjikneli@tsu.ge

 

 
მნახველთა რაოდენობა: 273