თურქეთის სულეიმან დემირელის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად 2025-2026 აკადემიური წლისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამივე საფეხურის ბიზნეს- ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებს.
აპლიკანტებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ნიშნების ფურცელი;
მოტივაციის წერილი;
CV;
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი.
გასაუბრება ჩატარდება 15 სექტემბერს.