კვიპროსის ნიქოზიის უნივერსიტეტი (University of Nicosia / UNIC) საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი აკადემიური წლიდან, 10 (ათი) ექსკლუზიურ სტიპენდიას გამოყოფს.
საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ 25% ფასდაკლებით, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხთა კვლევების ფაკულტეტის ონლაინ სამაგისტრო პროგრამაზე.
დამატებით გაცნობებთ, რომ ნიქოზიის უნივერსიტეტი არის პირველი უნივერსიტეტი ევროკავშირის სივრცეში, რომელსაც ონლაინ/დისტანციური სწავლების მიმართულებით მინიჭებული აქვს QS Intelligence Unit-ის მიერ გაცემული 5 ვარსკვლავიანი შეფასება. ასევე, ეს არის პირველი უნივერსიტეტი მსოფლიოში, რომელმაც ონლაინ სწავლებაში სამმაგი აკრედიტაცია მოიპოვა ხარისხის თვალსაზრისით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დაკავშირდნენ მისამართზე: kontos.m@unic.ac.cv, ხოლო განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია მისამართზე: DL.admission@unic.ac.cv
დამატებითი ინფორმაცია ნახეთ თანდართულ დოკუმენტებში.