ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისათვის ცხადდება კონკურსი საფრანგეთის, რუმინეთის, პორტუგალიის უნივერსიტეტებში სასწავლებლად სტიპენდიის მოსაპოვებლად.
საფრანგეთი, რუმინეთი - მიმართულება: მეღვინეობა-მევენახეობა.
პორტუგალია - მიმართულებები: განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალი, ეკოლოგია, მენეჯმენტი, მარკეტინგი.
მსურველებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურში, ოთახი N303, უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ნიშნების ფურცელი;
სამოტივაციო წერილი;
CV.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 6 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 599 87 14 80 Email: ir.specen@tesau.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!

