იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტ DUGEOR-ის კონსორციუმის შეხვედრა თესაუში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა Erasmus+ პროექტის DUGEOR – "დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს უმაღლეს განათლებაში" კონსორციუმის მენეჯმენტის შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრა თესაუს რექტორმა შალვა ჭკადუამ მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა და ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის წამყვან როლს რეგიონში დუალური განათლების მიმართულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონსორციუმის შეხვედრის ფარგლებში წარადგინა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის დეტალები, რომელიც მიზნად ისახავს დუალური მოდელის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა (EQE) გააზიარა რეკომენდაციები დუალური პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების შემუშავების შესახებ.

ბათუმის საზღვაო აკადემიამ (BSMA) წარადგინა პროექტის დისემინაციის მიმდინარე მდგომარეობა.

პროექტის კოორდინატორმა მირკო სავიჩმა კი, 2025 წლისთვის დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა შეაფასეს პროექტის პროგრესი, გაცვალეს საუკეთესო პრაქტიკა და დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ფარგლებში შექმნილი და აღჭურვილი მინი სასწავლო ღვინის ქარხანა დაათვალიერეს და თესაუს დამზადებული ღვინოც დააგემოვნეს.

ბოლოს, კონსორციუმის მონაწილეები ღვინის საწარმო "შუმში" იმყოფებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 74